ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მის ოპონენტებს გამოეხმაურა და პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ტრადიციულ ფასეულობებს.
“მინდა ვთქვა, ყველას გასაგონად, ვისაც გაუკვირდა ჩემი ხაზგასმა ქრისტიანულ ფასეულობებზე, საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან მეგობრებო? რათქმაუნდა ეს არის არამხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება, არამედ ეს არის ის რასაც ჩვენი აბსოლიტური ხალხის უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა, მე მოვუწოდებ ყველას რომ ნუ მოვწყდებით ჩვენ ხალხს, ჩვენ ვეფუძნებით ჩვენ ტრადიციებს,ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს წარსულში საუკეთესოს რაც არის და ამავე დროს ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე ინოვაციური პროგრამა ქართველებს,საქართველო გავხადეთ ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლაც გვაქვს ყველაზე ინოვაციური გეგმები, რომელიც საქართველოს ისევ გაიყვანს მოწინავე პოზიციებზე მსოფილიოში და ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება, ჩვენ ვართ ტრადიციულები და ვართ ძალიან ძალიან ინოვაციურები და ძალიან გაბედულები ჩვენ წინადადებებში და ქმედებებში, ჩვენ გვჯერა ამისი და გაკეთებული გვაქვს და გავაკეთებთ ბოლომდე, ამაში ვარ დარწმუნებული, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი სწორად ხვდება ყველაფერს, ყველა კოლეგას, პოლიტიკოსს მინდა მოვუწოდო, იყავით, უფრო ახლოს საკუთარ ხალხთან მხოლდო მოიგებთ”-განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.