დიანა ღურწკაიამ პუტინის პარტიის წევრის მხარდასაჭერად “მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს” იმღერა (ვიდეო)

ქართული წარმოშობის რუსმა  მომღერალმა დიანა ღურწკაიამ პუტინის პარტიის “ერთიანი რუსეთის” კანდიდატის ანდრეი მეტელსკის მხარდასაჭერად,  სიმღერა “მე სხვა კანდიდატს ვერ ვხედავ” შეასრულა.

ღურწკაიამ 5 სექტემბერს გოლიანოვის რაიონში გამართულ კონცერტზე იმღერა.

რუსული გამოცემა esquire.ru -ის ცნობით,ღურწკაიას  მიერ შესრულებულ სიმღერას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების დიდიმა ნაწილმა  ღონისძიების ორგანიზატორების იდეა,  არაეთიკურად ჩათვალა. სიმღერის ამ სათაურით შესრულების გამო, თავად რუსი მომღერალიც გააკრიტიკეს.

მოსკოვში დუმის არჩევნები ხვალ, 8 სექტემბერს გაიმართება.