დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს მოუბოდიშა

წარმოშობით ქართველმა და რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, დიანა ღურწკაიამ რუსებს 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლისთვის მოუბოდიშა. ამის შესახებ მომღერალმა რუსულ გამოცემას  განუცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა ქართველების სტუმართმოყვარეობაზე და განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება რაც 20 ივნისს მოხდა სირცხვილად ითვლება.
“მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე. მინდა გითხრათ, რომ კოლოსალური განსხვავებაა დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შორის.
ჩემთან ქუჩაში ერთი კაცი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის მასწავლებელი აღმოჩნდა და რომელმაც მითხრა, რომ თუკი მთავრობას არა აქვს ტაქტი და გაგება, მაშინ მას პირადად სურს ბოდიში მოიხადოს. მე, როგორც ქართველი, ვუერთდები მის სიტყვებს და ყველა მართლმადიდებელ ძმებს და დებს ბოდიშს მოვუხდი, რომელთა ღონისძიება ჩაიშალა” – განაცხადა მომღერალმა.