დიდ დიღომში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში 20 წლამდე ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა, ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი.

ერთი ვერსიით, ბიჭი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, მეორე ვერსიით კი მკვლელობა მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.