დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებაის შედეგად  4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

62 წლის ვაზელ მამადიანსა და 28 წლის თორნიკე ტატიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსხურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.