დიდ დიღომში ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ.