დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ-საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში

“წერილები არის ბოლოს ბოლო გაფრთხილება, დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ”- ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი საქართველოში შექმნილ ვითარებას და ამერიკელი სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებს აფასებს. ამის შესახებ მან “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” ისაუბრა.

“ამ წერილებში სასიხარულო მინდა დაგარწმუნოთ, არაფერი არ არის, ამ ხალხთან ურთიერთობის აგება არის მრავალი დიპლომატის დამსახურება და არამარტო დიპლომატების, ამერიკელებს დავუმტკიცეთ რომ გვინდა დასავლური განვითარება. ეხლა რაც ხდება არის ამის შეტრიალება ყველაფრის. რომც შეიცვალოს ხელისუფლება ამის შემდეგ ამერიკელებთან უერთიერთობის დამყარებას დაჭირდება ისევ დრო, ამიტომ ვიძახი ამაში სასიხარულო არაფერი არ არის. უცნაურია რეაქცია რომ ეს არის 2 სენატორის წერილი და ა.შ.

წერილები არის ბოლოს ბოლო გაფრთხილება. წერილებს მოჰყვება საჯარო განხილვები და ეს მთავრდება რაღაცა ფორმის სანქციებით. ძალიან დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ. საგარეო საქმეთა მინისტრისა და თალაკვაძის გამოგზავნას აქ აზრი არ აქვს – შეიძლება ძალიანაც კარგი ადამიანია, მაგრამ მას აქ არავინ იცნობს და ამას არ ექნება შედეგი“, – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.