,,თქვენ ვინ დაგნიშნათ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? ვინ დაგნიშნათ ჩვენს უფროსებად? ვინ გითხრათ რომ ჩვენ უნდა გვასწავლოთ ჭკუა?”,- ასე პასუხობს ინგა გრიგოლია ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომ ტვ პირველის წამყვანი თამარ ჩიხლაძე ამორალურია, რადგან მან მასზე თავდამსხმელი გადაცემაში მიიწვია.
,,დიდი ბოდიში ანრი ოხანაშვილის ბავშვებთან, რომლებზეც ძალიან ვინერვიულე. ცუდია ის კაცი, რომელიც ბავშვების თვალწინ მამას დაესხმება თავს, ცუდია. მაგრამ ეკა კვესიტაძის ბავშვები ბავშვები არ იყვნენ, ბატონო ქართულო ოცნებავ, როცა პლაკატებით და გინებებით მიხვედით და მისი აივნის ქვეშ გაუმართეთ ფლეშმობი? დიდი ბოდიში, ნიკა გვარამიას პატარა ბავშვები, რომლებზეც ვიდეოთვალთვალი მიდის ბავშვები არ არიან? ვითომ მანქანის თვალთვალის გამო, რომ უღებდით”,- აცხადებს ინგა გრიგოლია.
მისივე განმარტებით, თამარ ჩიხლაძემ გადაცემაში ოხანაშვილის თავდამსხმელი იმიტომ მიიწვია, რადგან განაცხადა, რომ პოლიციელებმა ის სცემეს.
,,სისტემის ძალადობაზე საუბრობდა დაკავების შემდეგ. გესმით თქვენ რა არის ჟურნალისტიკა?”,- მიმართავს გრიგოლია ოხანაშვილს.
ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო უწოდა და განაცხადა, რომ მას მორალი და ზნეობა არ აქვს. მისი თქმით, ჩიხლაძემ ისეთი რამ იკადრა, რაც ,,ჟურნალისტიკის ისტორიაში არ მომხდარა”.
{{VIDEO}}