დიდი ბრიტანეთის ელჩი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა – დიდი ბრიტანეთის საელჩოს განმარტება

დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა – ასეთ განმარტებას აკეთებს დიდი ბრიტანეთის საელჩო გიორგი გახარიას განცხადებაზე. დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა სხვა საელჩოების მსგავსად, არ ადასტურებს რომ დარბევის ღამეს ელჩი პროცესებს შს მინისტრთან ერთად აკვირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად ელჩები იმყოფებოდნენ, რომლებიც დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ. კურიერმა ეს ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის ელჩთან გადაამოწმა. მათშორის არის ნიდერლანდების სამეფო, აშშ, საფრანგეთი, რუმინეთი, ესტონეთი და უკრაინა. მათგან ყველამ თქვა რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილან.