344 წინააღმდეგი, 286 მომხრე — დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გეგმას მხარს დაუჭერდა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 22 მაისს დატოვებდა. ახლა კი პარლამენტს დრო 12 აპრილამდე აქვს ახალი გეგმის შესამუშავებლად.
ამავე დროს, ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ამ ხნის განმავლობაში გაერკვეს რომელი ვარიანტი აწყობს. თუ ამ ხნის განმავლობაში თემთა პალატა ვერ ჩამოყალიბდება, მაშინ 12 აპრილს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრექსითის პირობებზე შეთანხმება ვერც მთავრობამ და ვერც პარლამენტმა ვერ მოახერხა.
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მთავრობას ინიციატივის გამოხატვის უფლება უკვე ჩამოართვა და გადაწყვიტა, რომ გამოსავალი თვითონ მოეძებნა. 27 მარტის კენჭისყრამდე კი მეი დეპუტატებს დაპირდა, რომ გადადგება, თუ ბრექსიტის მის შეთანხმებას დაუჭერენ მხარს, რომელიც აქამდე მათ უკვე მესამედ ჩააგდეს.