დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტს დავძრავთ-ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ანაკლიის განვითარების პროექტს დავძრავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორ გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ გავხადოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტური, შეუძლებელია ამის მიღწევა ანაკლიის ღრმაწყოლოვანი პორტის აშენებისა და განვითარების გარეშე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ყველა დისკუსიისთვის. თვითონ პროექტი არ არის მარტივი. ასეთი ტიპის პროექტები მომზადებისთვის ძალიან ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. მთელი დერეფანი ელოდება ამ პროექტს, არამხოლოდ საქართველო. ჩვენ ველოდებით რომ ინვესტორი კომპანია დაკონცენტრირდება ვალდებულებების შესრულებაზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს“, – აღნიშნა მან.