დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სარფის გამშვები პუნქტის მიმდებარედ ერთი პირი დააკავეს. უწყების განმარტებით, ბრალდებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 10 აბი მეტადონი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.