„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა ამაზონის ხანძართან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განმარტებით, მონაწილეები ბრაზილიას ამაზონის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ლოგისტიკურად და ფინანსურად დაეხმარებიან. მაკრონისგანცხადებით, ამ მიზნით „დიდი შვიდეულის” ქვეყნები 22 მილიონ დოლარს დაუყოვნებლივ გამოყოფენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყანა ხანძრებისგან დაზარალებულებს 10 მილიონ გირვანქას გამოუყოფს. საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება. „დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადას, აშშ-სა და იაპონიას აერთიანებს.