დიღმის მასივში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

დიღმის მასივის 4–ე კვარტალში  მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოთხი  ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აფეთქება ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მესამე სართულის ყველა ბინა დაანგრია, დაზიანდა ბინები სხვა სართულებზეც. წინასწარი ინფორმაციით აფეთქება ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ეს ბინა რამდენიმე დღის წინ გაქირავდა. მოსახლეობა ამბობს, რომ აფეთქებამდე მათ გაზის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მისულა.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ მეხანძრე–მაშველები და კრიმინალისტები. კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.