დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. 46 ნომერი ავტობუსის მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრა სხვა ავტობუსის მძღოლთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მგზავრების  ინფორმაციით, მძღოლებს შორის შელაპარაკება საცობის დროს მოხდა. 

შემთხვევის ადგილზე  ამ დროისთვის სამართალდამცავები  მუშაობენ. 

„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა მოხდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. მოხდა თუ არა გასროლა არ ვიცით. დეტალების შესახებ ადგილზე კომპანიის ჯგუფის მისვლის მერე გვეცოდინება“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.