თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ვასაძე სამმართველოში ცოტა ხნის წინ ადვოკატთან ერთად მივიდა.
მანამდე კი ბიზნესმენიტ ვერის ბაღში იმყოფებოდა,სადაც მან მხარდამჭერებს მიმართა რომ პოლიციაში მიდიოდა და არავინ გაყოლოდა.
„წავედი პოლიციაში. ერთ-ერთ განყოფილებაში. არავინ გამომყვებით. მივდივარ ადვოკატთან ერთად. უნდათ მომკლან, უნდათ ციხეში ჩამსვან, უნდათ დამკითხონ ამ იდიოტებმა. ეს არის უნიჭოდ მართული ქვეყნის შედეგი. ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი, რაც ხდება. დააკავე ის შვიდი ჟღვლინტიანი პიდარასტი და დამთავრდება ყველაფერი. არა, რუსების თემას უნდა მიგვაბა ახლა და საერთოდ აჯაფსანდალი მოუწყო ქვეყანას? აჯაფსანდალი მოგივა შენ, ამ ქვეყანას არაფერი დააკლდება. მშვიდად. ქართველებო, არ აჰყვეთ „ჯო“-ს ძახილს, არ აჰყვეთ ექსტრემისტს, ეს არის ერთ-ერთი ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ვასაძეს 16 ივნისს, ვერის ბაღში, აქციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოკითხავენ. ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.