დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

გენერალურ პროკურატურაში  შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია მივიდა, მიის გამოკითხვა ამ წუთებში  მიმდინარეობს.

გაბუნიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

კითხვაზე, უნდა მივიდეს თუ არა გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, დიმიტრი გაბუნიამ  უპასუხა, რომ თუ დაიბარებენ ალბათ, მივა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.