დიმიტრი ლორთქიფანიძე: აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ

{{ARTICLEIMAGE}}
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში თბილისის იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე რადიკალურ ზომებს გეგმავს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, “ქართული მარშის” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აციაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება ჩვენი და სრულიად ქართული საზოგადოების მოთხოვნები, ჩვენ დავიწყებთ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი”, განაცხადა თბილისის იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანზატორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც ასევე მუწოდა საჯარო მოხელეებს კონსტიტუციით მონიჭებული “გაფიცვის უფლების” რეალიზაციისაკენ.

აქცია იუსტიციის სახლის წინ მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ დეპუტატები ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები: გიორგი ანდრიაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე და სხვები.

ცნობისათვის, 7 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის მოქალაქეების, პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელი დააკმაყოფილა და ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომლითაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე შეჩერებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე უცხოელების საკუთრების უფლება. ამ შეზღუდვის გამო მოსარჩელეები მემკვიდრეობით მიღებული მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ.