ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ირაკლი ქუმსიშვილი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მან სამართალდამაცვებს წინააღმდეგობა გაუწია. ქუმსიშვილის 23 წლის შვილთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარიც.
როგორც ცნობილი გახდა, ქუმსიშვილს და მის მეგობარს ჩხუბი ჯერ ეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერიაში დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ, შემდეგ კი ადგილზე მისულ სამართალდამცავებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.