“დირსში” შეჭრილი დევნილების ნაწილი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს

“დირსში” შეჭრილი დევნილების ნაწილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე არ მიდის და ტერიტორიაზე რჩება.

დევნილებს, რომლებიც „დირსის“ კორპუსში იყვნენ შეჭრილი, ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკების რეჟიმსი ჩართვა შესთავაზა.

დევნილებმა დაპირების მიღების შემდეგ, ტერიტორია გუშინ დატოვეს, თუმცა რამდენიმე ათეული ოჯახი ადგილზე მაინც რჩება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ არ აქვს.

ჯანდაცვაში განმარტავენ, რომ ყველა ოჯახის საჭიროების  საკითხი ინდივიდუალურად გავლილი აქვთ და დეტალებზე მსჯელობა
დღეს უკვე სამინისტროში მოხდება.