დისნეიმ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 5 მილიონი დოლარი გაიღო – ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გუშინ გააკეთა.
“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იმედისა და მშვენიერების სიმბოლოა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში პარიზის გულსა და საფრანგეთის სულს განსაზღვრავს,ის შთამაგონებელი მაგალითია თავისი ხელოვნებითა და არქიტექტურით ისტორიაში. ჩვენ ვწირავთ 5 მილიონს ამ შედევრის აღდგენაში”, – თქვა დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ იგერმა.
დისნეი ამ გადაწყვეტილებით სხვა კომპანიებს შეურთდა, რომლებმაც ასევე გადარიცხეს ფული ტაძრის აღსადგენად.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის ძლიერი შედეგად 15 აპრილს დაზიანდა. ხანძრის გაჩენი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროკურორის თქმით, ცეცხლის გაჩენა შემთხვევითობას უკავშირდება. მეხანძრეებმა გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.
ამ დროისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დაახლოებით 900 მილიონი დოლარი არის შეწირული.
დისნეის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან. დისნეიმ ვიქტორ ჰიუგოს რომანის პარიზის ღვთისმშრობლის ტაძრის მიხედვით 1996 წელს ანიმაციური ფილმი “კვაზიმოდო” გადაიღო.