დმანისში შუახნის მამაკაცი მოკლეს

დმანისში  65 წლამდე მამაკაცი მოკლეს.  მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.