„დოიჩე ველეს” სტატია შეკვეთილი იყო”- თბილისის მერი კახა კალაძე “დოიჩე ველეს” სტატიას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას “რუსეთის კაცს” უწოდებენ.
„დოიჩე ველეს” სტატია შეკვეთილი იყო. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი” – განაცხადა კალაძემ.
“დოიჩე ველეს” სტატიაში საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მოხსენიებულია, როგორც „რუსეთის კაცი“.