“რუსთავი 2-ის” ახალი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ოქრუაშვილის მიერ დასახელებული დოკუმენტი გაყალბებულია.
„ეს საქმე სასამართლო წარმოებაშია. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია. ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ქიბარს უნდა დაებრუნება ეს თანხა სარგებლით ანუ პროცენტით. მეორე ნაწილი ამ ხელშეკრულების იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი უნდა გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. ოქრუაშვილი ტელეკომპანიაზე პრეტენზიას აცხადებს და ხალვაშის მიერ გუშინ დარეგისტრირებულ „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს.