“დოკუმენტში იყო მითითებული, რომ ბრალდებულს სჭირდება ფსიქიატრიული დახმარება” – ჩოლოიანის საქმის პროკურორი

მითითებული, რომ ბრალდებულს სჭირდება ექიმის მხრიდან ნევრლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება,-ამის შესახებ ბრალდებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა გამომძიებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვას.

რაც შეეხება მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის ამჟამიმდელ მდგომარეობას, პროკურორის თქმით, აღნიშნულის შესახებ „ექიმს უნდა ვკითხოთ“.

„ბრალდების მხარემ ბოლო დოკუმენტში, რაც მიიღო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება, იყო მითითებული, რომ ბრალდებულს სჭირდება ექიმის მხრიდან ნევრლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება, თუმცა ამ მომენტში რა სიტუაციაა, ეს უნდა ვკითხოთ საავადმყოფოს და ბუნებრივია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდგომ უშუალოდ დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ქუთათელაძემ.