დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს

{{ARTICLEIMAGE}}

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და ამ გზით, კონგრესის გვერდის ავლით მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მიიღოს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში კონგრესის დემოკრატ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მე შემიძლია ამის გაკეთება თუ ამას მოვინდომებ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ძალიან სწრაფად კედლის აშენება. ეს ქმედება შეიძლება საჭირო გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“.
ვინაიდან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და კონგრესმა კომპრომისული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, კანონმდებლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ 2019 წლის ბიუჯეტის მიღებას. საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო კი 22 დეკემბრიდან აშშ-ს მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. დემოკრატები ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდის დოლარის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან. ტრამპი კი აცხადებს, რომ დოკუმენტიდან ამ პუნქტის ამოღების შემთხვევაში, მთავრობის მუშაობის აღდგენის ყველა კანონპროექტს დაბლოკავს. არაერთი მცდელობის მიუხედავად პრეზიდენტსა და კონგრესის დემოკრატ ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგო აღმჩნდა.

ჩვენ პრეზიდენტთან, ხანგრძლივი და რთული საუბარი გვქონდა. ჩვენ ვერ ვახერხებთ გადავწყვიტოთ საკითხი, ვიდრე მთავრობის მუშაობა არ განახლდება. სწორედ ამის ახსნას ვცდილობდით შეხვედრაზე.ჩვენ ვუთხარით პრეზიდენტს, რომ საჭიროა აღდგეს მთავრობის მუშაობა. ის გვეწინააღმდეგება. მან თქვა, რომ მთავრობის მუშაობა შესაძლოა დიდი ხნით შეჩერდეს, თვეები და შეიძლება წლებიც.
ამერიკული მედიისინფორმაციით სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში დონალდ ტრამპს შეუძლია გამოიყენოს კონგრესის მიერ საგანგებო სიტუაციებისთვის გამოყოფილი სახსრები და წინააღმდეგობის მიუხედავად, მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა მაინც დააფინანსოს.