აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიან ელჩად კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა.
კელი დენიანს დიპლომატიურ სამსახურებში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. დიპლომატი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში. დენიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა იტალიაში, კოსოვოში, ავაღანეთსა და თურქეთში.
ის ასევე ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი იყო. კელი დენიანი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.
აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, რის შემდეგაც აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.