“დროა ვიბრძოლოთ რომ აღარ ვიგლოვოთ!“–1 აპრილს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

სოლიდარობის ქსელი ორშაბათს 19 საათისთვის სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან აქციას აანონსებს.

“მოდი ორშაბათს, 1 აპრილს,19:00 სთ-ზე კანცელარიის შენობის წინ და დაუსვი წერტილი ამ უმსგავსო პოლიტიკას ქვეყანაში!

კიდევ რამდენი ჩვენი თანამოქალაქე უნდა შეეწიროს უპასუხისმგებლო ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც არ ცნობს მშრომელი ადამიანის უფლებას და ღირსებას?

ეს ყველაფერი გვიღირს ადამიანების სიცოცხლის ფასად?

ასე ვეღარ გაგრძელდება. ამ ტრაგედიებს წერტილი უნდა დავუსვათ. საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მშრომელი თანამოქალაქეების სიცოცხლეზე.

ამ ჩვენ შევცვლით ამ სახელმწიფოს ან მისი ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უამრავ ადამიანს შეიწირავს მსხვერპლად ერთეულების გამდიდრების მიზნით.

სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს!“ –წერია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ფეისბუქ მოწოდებაში.

სოლიდარობის ქსელის აღშფოთება თბილისში, ჭავჭავაძის 5–ში მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია, სადაც მშენებლობისას ჩამოწოლილმა მიწამ ორი მუშა მოიყოლა ქვეშ. 

“კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან მთავრობის ეკონომიკური ექსპერიმენტების გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან განვითარების ასეთი მოდელის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან ბიზნესის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან უმოქმედო შრომის კოდექსის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან თავისუფალი ბაზრის გამო?

დღეს, 31 მარტია, კვირა დღე და თბილისში ბიზნესის ინტერესებს კიდევ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რისთვის შრომობენ ადამიანები? რომ ერთ დღეს სამსახურში მიწამ ჩაიტანოთ და სიცოცხლე ასე დაასრულონ?

ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!

ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!

სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს! “– ამ შინაარსის სტატუსი გავრცელდა მანამ, სანამ აქცია დაანონსდებოდა.