ბერი გაბრიელი რუსთავის ეპარქიის 14 სასულიერო პირს ცემაში ადანაშაულებს. “იმედის კვირაში” გასული სიუჟეტის მიხედვით, ბერსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება სოციალური ქსელის ნიადაგზე დაიწყო.
23 მარტს მამა გაბრიელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ფეისბუქის ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ლოცვა აუკრძალა.
იმედის, ინფორმაციით, ამის შემდეგ, ბერი 14-მა სასულიერო პირმა დაიბარა.
“სატრაპეზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60-მდე მღვდელი იყო, იქ შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი. მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ, ვინ მირტყამდა, მათ სახეებსაც ვერ ვხედავდი”, — დაწერა ბერმა გაბრიელმა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.
იმედთან საუბარში თვითმხილველის მონათხრობით, რომ მეუფის სატრაპეზოდან ხმაური ისმოდა, შემდეგ კი მამა გაბრიელი ორმა სასულიერო პირმა შენობიდან გამოიყვანა.
თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ბერი სასულიერო პირებს კოჭების დახვრეტით დაემუქრა.
მიტროპოლიტი მეუფე იოანე ამბობს, რომ ბერი გაბრიელი შეხვედრაზე მთვრალი მივიდა და მათთან ჭიდაობა დაიწყო. მისივე თქმით, ბერი არავის უცემია, თვითონ წაიქცა.
ბერი მიტროპოლიტის საპასუხოდ უარყოფს მეუფე იოანეს ნათქვამს და სიმთვრალის ფაქტს.
ბერი გაბრიელი რუსთავის წმ. პეტრე-პავლის სახელობის მონასტერში 8 თვე მსახურობდა. მას რუსთავის ეპარქია 27 მარტს დაატოვებინეს.