„ის, რაც თავიდან ბრძანეთ, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრება ჩვენ შესაბამის უწყებებსაც, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოსაც, მაგრამ ეს არ იყო გაანალიზებული და არ ყოფილა განხილული, ამ ჭრილში სამწუხაროდ, ეს ღონისძიება რომელიც ჩატარდა პარლამენტში, დანახული არ ყოფილა. ამას გეუბნებით გულწრფელად, რაც შესაძლებელია იყოს შეცდომა, ან არასაკმარისი ანალიზი, მაგრამ ფაქტია,“ – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, გაანალიზდა თუ არა 20 ივნისს პარლამენტში შენობაში, რუსი დეპუტატის მისვლა და შემდგომი მოვლენები, გათვლილი იყო თუ არა უსაფრთხოების კონტექსტში რისკები.
მინისტრი მიიჩნევს, რომ რაც მოხდა პარლამენტის შენობაში და შემდგომ განვითარებული მოვლენები უნდა გახდეს სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი.
„უსაფრთხოების კომპონენტი იმაში, რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტს თავმჯდომარის ადგილიდან, შემდგომ ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია, სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი გახდეს, უნდა გახდეს. განსაკუთრებით, ამაში შემდგომ, რა განვითარებაც ამ ქმედებას მოჰყვა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია, არსებობს კომპონენტი, რამაც გამოიწვია თავისუფალი მოქალაქის სამართლიანი პროტესტი. ძალიან დიდი რაოდენობა პოლიციელები, რომლებიც იქ იდგნენ, ვიცი, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდნენ პროტესტანტებს, ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე, მათ ძალიან კარგად ესმით უსაფრთხოების და ოკუპაციის კომპონენტი, რამდენად მნიშვნელოვანია და ემოციურადაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის. არანაირი პრობლემა არ არსებობდა იმაში, რომ ისინი თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტს.
“ეს არის ერთი ნაწილი, რა იყო გათვლილი და რა მიზანს ემსახურებოდა ღონისძიების მესვეურების ქმედების უკან, იყო თუა რა რაიმე გათვლები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს შეუქმნიდა. სხვა საკითხია, ყველაფერი ის, რამაც მიიღო შემდგ პროტესტმა. ორივე კომპონენტი განსახილველია. უსაფრთხოების განზომილებას თვალსაზრისით, მე ვთლი, რომ ეს არის სხვადასხვა კომპონენტი და ვერანაირად მე იმ პროტესტის, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გამოხატეს ვერ დავუკავშირებ უსაფრთხოების იმ შესაძლო რისკებს, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო რუსი დეპუტატის ქმედებების უკან. რა ფორმებიც მიიღო ამ პროტესტმა ესეც ქვეყნის უსაფრთხოების კომპონენტს სერიოზულად ეხება, სხვა ფორმატში, მაგრამ ასევე განსახილველია,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.