საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, კაფეებში, ბარებში და სხვადასხვა ტურისტულ ზონებში ხშირად ნახავთ სტიკერს წარწერით- “რუსეთი ოკუპანტია”. კამპანიის უკან სამოქალაქო მოძრაობა დგას. სხვადასხვა „გამოსაჩენ“ ადგილებში მიკრული სტიკერი რუსი ეროვნების ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს, ამის შესახებ კი სოციალურ ქსელებში წერენ. “რუსეთი ოკუპანტიას” კამპანიას მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული ეხმაურება.
“ძალიანაც კარგი, გაიგოს იმ 80 პროცენტმა, ვინც აქ ჩამოდის და მთელმა რუსეთმა, ვინ არიან! ცოტა შეწუხდნენ. ხომ არ კბენენ? ასე ვართ. ეს სინამდვილეა. როგორც ჩვენ გვქვია საქართველო, ისე ქვია რუსეთს ოკუპანტი. გაგახაროს ღმერთმა, ძალიან მესიამოვნა, რომ მაგაზე მკითხე. ჩემს ახალ წიგნში მაქვს ასეთი ფრაზები – „არც ერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვა“. „გაბედე კარგად ყოფნა.“ ქართველო, გაბედე კარგად ყოფნა. ყველაზე ძალიან ეგ გვიჭირს. ზოგს ვერც კი წარმოუდგენია, კარგად რომ შეიძლება იყოს. ” – ამბობს ბესიკი ხარანაული “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.
რამდენიმე დღის წინ გიორგი იოსავა საკთარ ფეისბუქზე აქვეყნებს რუსი ტურისტების მიერ დაწერილ რევიუს. რუსმა ტურისტმა ცუდი რევიუ სალობიე “ბიას” დაუწერა. ცუდი რევიუ გულისხმობდა უკმაყოფილებას იმაზე რომ სალობიეში შესვლისას მას დახვდა სტიკერი წარწერით “რუსეთი ოკუპანტია” რუსი ტურისტი წერს:
„ტრიპედვაიზორის“ ვერსიით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად მივედით. მის კარზე ჩვენ დაგვხვდა წარწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? ან აუკრძალეთ რუს ტურისტებს თქვენთან ჩამოსვლა, ან მოხსენით ეს წერწერა. მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ვის ხარჯზეც თქვენ ცხოვრობთ“.