ტვ-25-მა გაავრცელა მესამეკლასელი პატარას მიმართვა სკოლის დირექტორისადმი, სადაც მოწაფე სთხოვს დირექტორს მისი სასწავლო პროცესიდან გათავისუფლებას. როგორც გულწრფელ წერილშია ნათქვამი, მოსწავლეს უბრალოდ, ეზარება სკოლაში სიარული და სხვა სასიამოვნო საქმეებით დაკავებას გეგმავს. გთავაზობთ წერილს.
“გთხოვთ, გამათავუსიფლოთ სასწავლო პროცესიდან, რადგან ძალიან მეზარება სწავლა. ეს საკითხი ოჯახში მუდმივად კონფლიქტის საგანია, მივდივარ სოფელში ბებიასთან, სადაც დილა, საღამო, შუადღეს, ჩემს ნებაზე ვიქნები. მშვიდობით სკოლა!!!!”