ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში ხანძარია.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია. ადგილზე 25 მეხანძრე მაშველი მუშაობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.