ძლიერი აფეთქება პარიზში.4 გარდაცვლილი

 

{{ARTICLEIMAGE}}ძლიერი აფეთქება პარიზში, მეცხრე რაიონში, ტრევიზის ქუჩაზე ერთ–ერთი შენობის პირველ სართულზე მდებარე საცხობში ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა.

 

აფეთქების შედეგად შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართები სრულად განადგურდა, ახლომდებარე სახლებში კი ფანჯრის მინები და ჩარჩოები დაიმსხვრა.

აფეთქების შედეგად 36-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან შვიდი მძიმედ იყო დაჭრილი. მოგვიანებით ოთხი მათგანი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ქრისტოფ კასტანერის განცხადებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ოპერაციაში 200 მეხანძრე იყო ჩართული.