ძლიერი დაკვამლიანება მგზავრებით სავსე ავტობუსში

ძლიერი დაკვამლიანება მგზავრებით სავსე ავტობუსში – შემთხვევა თბილისში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს შვიდი საათისთვის მოხდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი სადენების გადახურება გახდა.

27 ნომერი ავტობუსის მძღოლის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებიდან მგზავრების ჩამოყვანა დაუყოვნებლივ განხორციელდა. მანვე მოახერხა, ცეცხლმაქრის გამოყენებით, ძლიერი დაკვამლიანების განეიტრალებაც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, ავტობუსი შემთხვევის ადგილიდან, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე გადაიყვანეს.