გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდი გაუარესდება. 27 დეკემბერს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, 28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.