ძლიერი წვიმა, თოვლი და ქარბუქი – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 3 დეკემბერს გამოიდარებს.

„4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 დეკემბერს, ასევე 4-5 დეკემბერს, იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.