თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში სახლების პირველი სართულები დაიტბორა

ძლიერი წვიმა და სეტყვა დედაქალაქში – უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა.სტიქიის შედეგად თბილისში ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონები დაზარალდა. ძლიერმა წვიმამ თბილისში გადადგილების პრობლემა რამდენიმე რაიონში შექმნა. დაიტბორა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.ქარის შედეგად რამდენიმე უბანში წაიქცა ხეები და ჩამოცვივდა ტოტები.

ამას გარდა, გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი წვიმის გამო იყო აკრძალული, თუმცა მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია