ძლიერმა ქარმა თბილისში, ავლაბარში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოანგრია.
ადგილობრივების მტკიცებით, წლებია უკვე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სტიქიის შედეგად ის ეტაპობრივად ინგრევა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის ტერიტორია ნანგრევებისგან გაწმენდილია.