ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები გამოიწვია. მთაწმინდა-კრწანისისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში, რამდენიმე ქუჩაზე ხე მანქანებს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე მანქანა.
პრობლემები ძირითადად მთაწმინდა-კრწანისი, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე შეიქმნა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, შესულია რამდენიმე შეტყობინება, მათი უმეტესობა ხის წაქცევას უკავშირდება, ასევე არის დატბორვისა და სახურავის დაზიანების ფაქტები.