ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავის რამდენიმე სოფელი დააზარალა

თელავში ძლიერი წვიმა და სეტყვაა.  სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ამ დროისთვის უცნობია მიყენებული ზარალის ოდენობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისს, დღის ბოლოდან 4 მაისის გვიან საღამომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.