მარიამ სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და, საზოგადოებას მიმართავს. მარიამ სარალიძე მკვლელების დასჯას ითხოვს და ამისათვის ის საზოგადოების თანადგომას ითხოვს.
“ძალიან ცუდია, როცა იაზრებ, რომ ის აღარ არის. სკოლიდან მოსვლისას სულ ვეძებ და მგონია, რომ მელოდება საჭმელი გავუკეთო.რეალურად, როდესაც უყურებ სხვის ტრაგედიას, შეიძლება უთანაგრძნო, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაიგებ , რამხელაა ტკვილია მათთვის. ვითხოვ, რომ აღსრულდეს სამართალი, რადგან არ მინდა სხვებსაც დაემართოს ის, რაც ჩემს ოჯახს დაემართა.თუ მკვლელებს არ დასჯიან, საქართველოში გაჩნდება დაუცველობის განცდა. აქ არის საუბარი ჩვენს თანატოლებზე, მოზარდებზე, საქართველოს კი მენტალიტეტი ისე ჩამოუყალიბდება, რომ ამ ქვეყანაში არასდროს არავინ დაისჯება.
დაუცველობის განცდის გამო, ამ ქვეყანაში დარჩენის სურვილი არავის გაუჩნდება. მინდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სხვაგან გავაგრძელო ცხოვრება, იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანაში თავს დაცულად არ ვგრძნობ.მინდა, მოგმართოთ მთელ საქართველოს, ჩემს თანატოლებს თუ ჩემზე უფროსებს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოჯახის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა. ჩემს ძმას ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თქვენმა ოჯახმა არ განიცადოს ის ტკივილი , რაც ჩემმა ოჯახმა განიცადა და არ მოკვდნენ ახალგაზრდები”- განაცხადა მარიამ სარალიძემ ვიდეო მიმართვაში.