ძალიან კარგი ამბავია!- ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ირაკლი შოთაძის “მეორედ მოსვლას”.
„ძალიან კარგი ამბავია! შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელმაც გახსნა ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, იურა ვაზაგაშვილის წამებით მკვლელობის საქმეები. ირაკლი შოთაძემ გახსნა ციხეებში სისტემური წამების საქმეები. ირაკლი შოთაძემ გაასამართლა სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები. ამიტომ უტევდნენ ნაცები გაშმაგებულები და იმ საქმეს გადააყოლეს, რომელშიც ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.
ჰოდა ძრწოდეთ ნაცებო! ის კაცი ბრუნდება, თქვენ სისხლიან ხელებს და ვერაგულ სახეს რომ აჩვენებს საზოგადოებას!!!“,- წერს აბაშიძე.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე ერთ-ერთ კანდიდატად წარადგინეს.