ე. წ. ფეის კონტროლია, თაგვიც ვერ შემოაღწევს პარლამენტში და რატომ? -ეს განცხადება ანა დოლიძემ გააკეთა. ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან თამარ ალანიასთან გასაუბრება მიმდინარეობს.
„მკაცრი კონტროლი აქ დასწრებაზე, ე. წ. ფეის კონტროლი, მართლა თაგვიც ვერ შემოაღწევს ამ შენობაში და რატომ? ამის უკან არის უდიდესი შიში ხალხის აზრის და ამ პროცესის სახალხოობის. ზუსტად ისევეა ეს პროცესი სახალხო მოსმენა როგორც იყო ცენტრალურ კომიტეტში მიმდინარე პროცესები. ამიტომ, იმ ხალხს, განსაკუთრებით ახლაგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესს ატარებენ და ერთი და იგივე გზავნილებს იმეორებენ, მხოლოდ და მხოლოდ ოქტომბრელები შეიძლება ეწოდოს. სამწუხაროდ, ეს არის ბოლო პროცესი ამ ფასადური ეტაპის. „ქართული ოცნება“ ოფიციალურად გაიფორმებს იმ სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ უნდა დაენგრია მას“ – განაცხადა ანა დოლიძემ.