მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ბრალდებაზე და უწყების მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს,რომ მსგავსი სატელეფონო საუბარი მასსა და მის ძმისშვილს შორის საერთოდ არ ყოფილა და ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებიტ, ის დაკავებას არ ელოდება, რადგან ის უდანაშაულოა.
„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა. წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სუსის მტკიცებით, აუდიოჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმისშვილს – ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის – იოსებ გოგაშვილის მკვლელობას გეგმავს. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დავალებას აძლევს მის ძმისშვილს, რომ იოსებ გოგაშვილის მამის საფლავი იპოვოს ზემო მაჩხაანში. სუს-ის მტკიცებით, სწორედ მამის საფლავზე გეგმავდა მაჩალიკაშვილის შურისძიებას.