ეკა ბესელია ახალ პარტიას ქმნის.ვინ იქნება ყოფილი ოცნებელის გუნდში

ქართული ოცნებიდან ცოტა ხნის წინ წასული ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. პარტია ივნისში დაფუძნდება. მისი სახელი იქნება “სამართლიანობისთვის“. ბესელიასთან ერთად პარტიაში იქნებიან ქართული ოცნების ყოფილი წევრები: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე. დანარჩენი წევრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბესელიას პარტიაში ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც მიიწვიეს, თუმცა მას ჯერ პასუხი არ უთქვამს. ბესელიას პარტიის რიგებში არ იქნება ოცნების კიდევ ერთი ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ ცალკე პარტიას ქმნის და ოცნებიდან წასულების ნაწილს საკუთარ პარტიაში გააწევრიანებს.
.
ეკა ბესელიას ამბიცია აქვს, რომ მისი პარტია ხელისუფლების სერიოზული ალტერნატივა იქნება. რაც შეეხება დაფინანსებას, ოცნების ყოფილი წევრი ამბობს, რომ  დაფინანსებას სთხოვს ყველა ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილის გარდა.
ბესელიას და მისი თანამებრძოლების ოცნებიდან წასვლის და დავით მაღრაძის “დაიცავი საქართველოს“ გააქტიურების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი ერთ პოლიტიკურ ძალას შექმნიდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება და “დაიცავი საქართველო“ ბესელიას პარტიასთან გაერთიანებას ამ ეტაპზე არ აპირებს.