ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია – „სამართლიანობისთვის” შექმნა

ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია, შექმნა, სახელწოდებით „სამართლიანობისთვის”. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ცოტა ხნის წინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბესელიას თქმით, იდეოლოგიით პარტია ცენტრისტული იქნება და ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით წავა.

მასთან ერთად პარტიაში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან. ბესელია თანამშრომლობას არ გამორიცხავს “ქართული ოცნებიდან” წამოსულ სხვა წევრებთანაც.