ბესელია: უმრავლესობის სახელით ალბათ დღეს ბოლოჯერ მიწევს გამოსვლა

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობის სახელით ალბათ ბოლოჯერ უწევს გამოსვლა – დაძაბული სესია ამ წუთებში ბესელიას მწვავე გამოსვლით გრძელდება. მიიღებს თუ არა ეკა ბესელიას და მისი მხადამჭერების მიერ მომზადებული კანონპროექტი უმრავლეოსბის მხადაჭერას. ხანგრძლივი და მწვავე განხილვის პროცესში აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, ბესელიას კანონპროექტმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე იმაზე, მეტი დეპუტატის მხადაჭერა მიიღოს ვიდრე უმრავლესობას წარმოედგინა. იურიდიული კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დეპუტატებს მის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით წარუდგინა და ყველა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც მმართველ უმრავლესობას დაუპირისპირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ გუშინ გადაწყვიტა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარი არ დაუჭიროს, ქართულ ოცნებაში აღმოჩნდნენ დეპუტატები, ვინც ეს აზრი არ გაითვალსიწინა, საკუთარი გუნდის წევრების არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა და მმართველ უმრავლესობას კანონპროექტის მხადაჭერისკენ მოუწოდებს.

ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს უჭერს პარლამენტის ყველა ოპოზოციური ფრაქცია. “ქართული ოცნება” კი არგუმენტებს არ ცვლის და ამბობს, რომ ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი თქვა, რომ ამ კანონპროექტის მხადამჭერთა ნაწილმა კონსენსუსს “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიაღწია და ეს თვალშისაცემია. ირაკლი კობახიძის ამ განცახდებას ბესელიას და მისი მხახდამჭერების მწვავე შეფასებები მოყვა.

ეკა ბესელიას კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დეპუტატებმა დღის ბოლომდე უნდა დაუჭირონ. სწორედ კენჭისყრის შედეგზეა დამოკიდებული ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები დატოვებენ თუ დარჩებიან გუნდში.