ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის 4 წევრს ემუქრებიან

ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის 4 წევრს ემუქრებიან, 

ბესელიას ინფორმაციით, ოთხი პირიდან ერთ-ერთი მამაკაცია, თუმცა დეპუტატი   მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.

„კონკრეტულად დავასახელე ზარდიაშვილი- მათიკაშვილი. მაქვს ეს ინფორმაციები და ეს კავშირები პირდაპირ მეტყველებს უკანონო, პირადი ინტერესებით მოქმედებაზე…

მე ვიცი ოთხი საკმაოდ სპეციფიური შემთხვევა. შეიძლება იყოს მეტი. მმართველ გუნდში არიან… რამდენიმემ პირადად მითხრა, რამდენიმე ადამიანის შესახებ პირადად შევიტყვე, როგორც პარლამენტის წევრმა“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ბესელია დღეს  გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.მისი დაბარება საგამოძიებო უწყებაში  იმ განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა.კერძოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები აქვს.