ეკა კვესიტაძე მის სახლთან გამართულ აქციას ხელისუფლების ზეწოლად თვლის

ამ წუთებში ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს.  ეკა კვესიტაძე  მის სახლთან გამართულ აქციას ხელსიფულების ზეწოლად მიიჩნევს.  

“მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან – თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება.”- წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

აქციის მონაწილეები შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისგან ბოდიშს მოითხოვენ. მათი უკმაყოფილება სოციალურ ქსელში უტიაშვილის ფეისბუქ სტატუსს მოჰყვა, სადაც მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე დაწერა.